თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლების, დელისის მე-III ქუჩის, ტირიფების, ლისის, მუხის, ტაშკენტის, ბუდაპეშტის, ნუცუბიძის, კანდელაკის, ჭილაძის, ზემო ვეძისის, ბერიტაშვილის, გურიელის, გამრეკელის, ლევანდოვსკის, ვაზისუბნის, ლომონოსოვის, ცხინვალის, ონიაშვილის, ლვოვის, ყუშიტაშვილის, თამარაშვილის, საბურთალოს, ანტონოვსკაიას, მიცკევიჩის, შმიდტის, საირმის, გოძიაშვილის, ცაგარესლის, ასათიანის, ზაქარიაძის, დელისის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის, კამანის, ზემო დელისის, ჭიაბრიშვილის, ჩერქეზიშვილის, ვოლოდარსკის, ლუქსემბურგის, ცხინვალის, მგალობლიშვილის, ფანჯიკიძის, ცინცაძის, შევარდენიძის, კარტოზიას, ბაგრატიონის, ჩიქოვანისა და მეგრელიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, გამრეკელის, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის, კუტუზოვის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძისა და ნადირაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლისა და ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ერისთავის, მექანიზაციის, მაგნიტოგორსკისა და ცოტნე დადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარათაშვილის, ათონელის, ვეკუასა და მტკვრის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისისა და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 02:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, საქნავთობის დასახლების, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოსა და იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირისა (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზრის, ბაქრაძისა და ვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.