თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ფალიაშვილის, წყნეთის, თაქთაქიშვილის, არაყიშვილის, ნინო რამიშვილის, ირაკლი აბაშიძის, ყიფშიძის, გაბაშვილისა და ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), გერაძის, ყურაშვილის, ყუშიტაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, სიხარულიძის, პეტრიწის, სიხარულის, აკაკი გელოვანის, აკაკი ბაქრაძის, გურამ ნიჟარაძის, ივანე სარიშვილის, ნიკოლოზ ჩაჩავასა და კატო მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიმიტრი თავდადებულისა და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძისა და შავგულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის I, IV კვარტლების, აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სლავა მეტრეველის, იამანიძის, ბათუმის, ბელიაშვილისა და მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის, ჩხეიძისა და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლისა და ლევან რჩეულიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოსა და იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.