თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ჭანტურიასა და ათონელის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ოქროყანის დასახლებისა და ორთაჭალის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ანა პოლიტკოვსკაიას, ქავთარაძისა და ზურაბ ანჯაფარიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის, მიცკევიჩისა და ბაგრატიონის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-3 X კვარტლის, შუამთისა და კალოუბნის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლილოს დასახლების, სადგური ლილოს, მეკოკიშვილისა (ნაწილობრივ) და იუმაშევის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I, II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვეკუასა (ნაწილობრივ) და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ხიზამბარელის, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის (ნაწილობრივ), რომელაშვილის, ურიდიას, ქებურიას, ძმობის, სტურუას, მახალდიანის, კიკნაძის, მიქატაძისა და ჩხიკვაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), შორაპნის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, კოშკოვანის, ძევერის, შირაქის, დოესის, ავლიპ ზურაბაშვილის, გარე კახეთის, ცუცხვათისა და ზინდისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სამრეკლოს, ურიცკის, გუმბრის, ტირიფონის, ბუხაიძის, კუმისის, თვალჭრელიძის, ანთელავას, თოიძის, ჩაისუბნისა და გედევანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.