თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

მთაწმინდისა და ვაკის რაიონები – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა კიკეთის, ბეთაანის, სოფელ სამადლოსა და დიდების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთაველის გამზირის, 9 აპრილის ბაღის, გუნიას, გოგებაშვილის, ბელინსკის, ჭოველიძისა და ჩიტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და სანაპიროს ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბაგების დასახლების, დაბა წყნეთის, სატყეო უბნის, ივანე და ალექსანდრე ნიკურაძეების, მიხეილ ქორქიას, ივანე მაჩაბელისა და იმედაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, მზიურის მიმდებარე ტერიტორიის, ნინო რამიშვილის, ატენისა და ლიზიკო ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მუხიანი-2 დასახლების, მუხიანის ნაკვეთების, მუხიანის IVა მიკრორაიონის, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, გლდანის მასივის „ა“, I, II, III, IV, VIII მიკრორაიონების, გამარჯვების, ილია ვეკუას, ანგია ბოჭორიშვილისა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, პეტრე იბერისა და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის IV მიკრორაიონის, ანდრო ჭილაიას, ინტენსიფიკაციისა და ტოგო გუდავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აკაკი წერეთლის გამზირისა და ნადირა ხოშარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: არსენალის მთის, მარჯანიშვილის, თამარშენის, ლამის, ახუთის, ბოდავის, პეტრე ბაგრატიონის, ჯაბაურის, დიღომბარის, ასპინძის, ტერენტი გრანელის, ახალი არსენალის, ნინო და კალისტრატე სალიების, ჩეჩელაშვილის, პაატა სააკაძის, ძეგამის, ბერიაშვილის, გუმათის, ეკატერინე ჭავჭავაძის, ხრამჰესის, სიღნაღის, დავითაშვილის, ბოდავისა და მნათობის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სამგორი-2 დასახლების, ქვემო ალექსეევკის, კახეთის გზატკეცილის, ხვედელიანის, ბესარიონ ქებურიასა და აეროპორტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, გუდარეხის, სერგო წულაძის, ივანე როსტომაშვილის, ნინიძის, დიდგორის, ციხისძირის, ბალადანის, მეველეს, სამგორის, შალვა დოლიძის, ბოგდან ხმელნიცკის, თეთრიწყაროს, ჩოხელისა და გია ბაქარაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ვარდისუბნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.