თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), წყაროთუბნის, მწვანე, ხევისპირის, კალოუბნის, მუხის, იაკობისა და ჯაბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქერჩის, გმირ კურსანტთა და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თავისუფლების მოედნისა და ლეონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ბოჭორიშვილის, ოჟიოს, მიროტაძის, კოდორის, აფაქიძის, ფიზკულტურის, მეფე მირიანისა და გიორგი ბრწყინვალეს (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ფიროსმანის, სააკაძის, პეტრიწის, წურწუმიას, ფროსეს, გიორგი მაჩაბლის, ქვილითაიას, თურაშაულისა და გურჯიევის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონისა და გახოკიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ღვინის აღმართის, ურბნისის, ისნის, ფერიცვალების, მეტეხისა და დუტუ მეგრელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აგლაძის, გოგოლაურისა და ხოშარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.