თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კრწანისის რაიონი – 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის დასახლების III მიკრორაიონის, ვირსალაძისა და თელეთის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების, იუმაშევის, ჭირნახულისა და არსენ მეკოკიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მეველეს ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.