თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 6 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ვაკის რაიონი – 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ნინო რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კვანტალიანის, პეტრე სარაჯიშვილის, გოძიაშვილისა და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის II კვარტლის, ძოწენიძისა და რამაზ ჩხიკვაძის ქუჩების   მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ვასო აბაშიძის, ასათიანისა და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – ​11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, გაგრისა და ილია ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), დავით ყიფიანისა და მაიაკოვსკის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ბათუმის, ვახუშტი ბაგრატიონის, ფოთისა და თევდორე მღვდლის ქუჩების მოსახლეობას. 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით ბაქრაძისა და ვანის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.