თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ახვლედიანის, ქიაჩელის, ნიკოლაძის, მიმინოშვილის, ვაშლოვანის, სანაპიროს, ზანდუკელის, ბარნოვის, ძმები კაკაბაძეებისა და გურიის ქუჩების მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: შანიძის, კეკელიძის, შატბერაშვილის, ნინო ჟვანიას, ჯანაშიას, მელიქიშვილისა და ხორავას ქუჩების მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წყნეთის ხევის დასახლების, ყიფშიძისა და გაბაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელ დიღმისა და ვეფხისტყაოსნის ქუჩის მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს III, IV მიკრორაიონების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ჩხიკვაძის, ძოწენიძისა და ფერმწერთა ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-3 X კვარტლის, ლილოს დასახლების, იუმაშევის, ორახელაშვილის, ქიზიყის, ქინძმარაულის, წმინდა ბარბარეს, კალოუბნის, შუამთისა და თრიალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აგარის, სამურზაყანოს, აფხაზეთისა და ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირისა (ნაწილობრივ) და ცაბაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის IV კვარტლისა და ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, ხერგიანის, შენგელიასა და მარკ ბრონშტეინის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.