თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 30 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, სადგურ ლილოს, ჭირნახულის, არსენ მეკოკიშვილის, ენუქიძის, ჭიჭინაძისა და მებაღეობის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლაღიძისა და წულუკიძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის III მასივის X კვარტლის, შუამთის, კალოუბნისა და აბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოგიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის, სოლოღაშვილის, პეტრიწის, ფანასკერტელ-ციციშვილისა და ლიხაურის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის, ჯურხა ნადირაძისა და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილისა და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, და IVბ მიკრორაიონების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.