თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 16 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნისა (ნაწილობრივ) და სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიასა და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის, ზედამზის, ლაითურის, გორდის, თოდრიას, კლდეკარის, ხერთვისის, ბუგეულისა და ზღვისუბნის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, გლდანის მასივის I მიკრორაიონისა და კერესელიძის ქუჩის მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.