თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 15 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოთუას, თაბუკაშვილის, შარტავას, ზემო ვეძისის, ფერცულიანის, ბერიტაშვილის, მთაწმინდელისა და ამაშუკელის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების, შამანაურის, თაყაიშვილისა და გახოკიძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, ურიდიას, ქებურიას, ძმობის, სტურუას, მახალდიანის, კიკნაძის, მიქატაძის, ჩხიკვაძის, მანჯგალაძისა და ინანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხორავას, თარხნიშვილის, გურგულიას, ჯანაშიას, ყაზბეგის, სვანიძის, მელიქიშვილის, ტატიშვილის, ბარნოვის, ბაქრაძისა და გუდაურის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დგებუაძისა და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის III მიკრორაიონისა და ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი – 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.