თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 16 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირისა და ალექსანდრე ბარამიძის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, გიორგი სააკაძის, კოკინაკის, ზედაზენის, ჯავისა და რიონჰესის ქუჩების მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, მუხრანის, ანაპის 414-ე დივიზიისა და უცნობ გმირთა ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხევძმარისა და შეშელიძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დემეტრე თავდადებულისა და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწისა და გელოვანის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, გიზო ნიშნიანიძის, როსტომ მუსხელიშვილისა და ამაღლების ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.