თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 8 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზედა პლატოს, ორხევის დასახლების, ლოჭინის ხევის, ქვემო ალექსეევკის დასახლების, სამგორის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ჭიჭინაძის, ნუგზარ საჯაიას, ქიზიყის, იდუმალის, ჯამბულ წურწუმიას, იოსებ და ლეონ ორბელების, პაატა გუგუშვილის, გიორგი გურჯიევის, გიორგი ოდიშელიძის, ფრისის, ლევან რაზიკაშვილის, ცისკარიშვილის, ოზაანის, გუმათის, ნიკოლოზ აფხაზის, ირინე ალექსიძის, ირინა შტენბერგის, ნავთისხევის, კორნელი სანაძის, ენგურჰესის, თურაშაულის, გიორგი თურმანაულის, მოსტკოვის, წუწუნავას, გიორგი მაჩაბელის, გიორგი გვაზავას, ლუკა რაზიკაშვილის, ალექსანდრე ზაალიშვილის, მერაბ ქვილითაიას, ემა ლალაევა-ედიბერიძის, გუმათჰესის, ცისარტყელას, ტიმოთე გაბაშვილის, აკაკი ფაღავას, დიმიტრი ერმაკოვის, ქინძმარაულის, ილია ბახტაძისა და ბესო ბერიას ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დემეტრე თავდადებულის, მირიანაშვილისა და ახალციხელის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.