თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
დიდგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისისა და ტაბახმელას (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მიქელაძისა და ყიფშიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულრიფშის, ცოტნე დადიანის, გიორგი სააკაძის, მახინჯაურის, ქართველიშვილის, მრევლიშვილის, ჭყონდიდელის, ლეჩხუმის, ხევსურეთის, დეპოს, ქართლელიშვილის, ლიკანის, ნიკო მარის, საყვირის, კამალოვის, სუმბათაშვილ-იუჟინის, თამარაშვილის, ჩაქვის, მეჯვრისხევის, სართანიას, კავთისხევის, კიკნაძის, გომბორის, ჯანელიძის, კოხრეიძის, მანჯგალაძის, წიკლაურის, საჭილაოს, სვანეთისა და წმინდა მელქისედეკ I ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქართველიშვილის, საირმის, ცაგარელის, გოძიაშვილის, შმიდტისა და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის გორას, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, ქართველიშვილის, საირმის, ცაგარელისა და გოძიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსელიანის, ახალშენის, დოლიძის, ბალანჩივაძის, ჩიქოვანის, სულხან ნასიძისა და გურამ ბზვანელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.