თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 25 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ქიზიყისა და ენუქიძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კალოუბნისა და შუამთის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ფორე მოსულიშვილისა და ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის მოსახლეობას.
ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა მელქისედეკის, ლეჩხუმის, სვანეთის, ხევსურეთისა და ცოტნე დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ლიახვის, ჟინვალისა და ჭოპორტის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მირიან მეფის ქუჩის მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა დიღმის მასივის III კვარტლის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.