თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 9 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, IVა და IVბ მიკრორაიონების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის, მესხის, ჩხიკვაძის, ტყეშელაშვილის, მანგლისის, ტყეკულტურის, არგვეთის, ზაქარაიასა და მანჯგალაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, მარშალ გელოვანის გამზირისა (ნაწილობრივ) და იასამნის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილისა და ჟვანიას ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ხარაბაძის, ივერიელისა და ონაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.