თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
მთაწმინდის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ძმები კაკაბაძეების, ზანდუკელის, ბარნოვის, კოსტავას, ჭოველიძის, ხოშტარიას, გოგებაშვილის, კერესელიძის, ბელინსკისა და გუნიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის, კოტეტიშვილის, ჩიტაძის, ბესიკის, კირილე უკლებას, ყიფიანის, ბათუ კრავეიშვილის, ინგოროყვას, მესხის, ძმები ზუბალაშვილების, ვახტანგ მოსიძის, არსენას, ჭონქაძისა და ვეძინის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, კონსტანტინე ლესელიძისა და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ალადაშვილის, მარტყოფის, ნასაკირალის, დმანისის, იუსტინე აბულაძის, მთავარანგელოზის, მახათას, კონსტანტინე ერისთავისა და მეველეს ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის, გამრეკელის, კუტუზოვის, შმიდტის, ბურძგლასა და ბახტრიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ თამარაშვილის, კარტოზიას, ანტონოვსკაიას, ზაქარიაძისა და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.