თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო, დღეს, 14 სექტემბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, მეტრო „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიის, დიღმის მასივის IV კვარტლის, აკაკი წერეთლის გამზირის, თევდორე მღვდლის, სამტრედიის, ტრანსპორტის, ახმეტელის, ლუბლიანას, ჩაჩავასა და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფიროსმანის, ჩიტაიას, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის, გოგოლისა და დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახალდიანის, ლალიონის, ზაქრაძის, თოფურიძე ვალენტინის, ცოტნე დადიანის, ეროსი მანჯგალაძის, არჩილ ქურდიანისა და ხუდადოვის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, მუხიანის ნაკვეთების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, მონადირის, ავშნის, გიორგი ავალიშვილის, ლევან რჩეულიშვილის, ილია ნიჟარაძის, ალეკო გობრონიძის, ავეტიკ ისაკიანის, გურამ ქუთათელაძის, ანაპის 414-ე დივიზიის, ხევძმარის, ნუშის ჩიხის, ნიკოლოზ ჯანაშიას, ანტონ II, რომელაშვილის, ნუშისა და ვახტანგ ფირცხალავას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, სოფელი დიღმის, ვეფხისტყაოსნის, ტარიელის, ავთანდილის, თინათინის, ფატმანის, დავარისა და ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის, ალასანიას, ლვოვის, ვაზისუბნის, ყუშიტაშვილისა და იოანე მარუშიძის ქუჩების მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბალანჩივაძის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების I მიკრორაიონისა და ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II, III, IV მიკრორაიონების, დავით კვაჭანტირაძის, შანდორ პეტეფის, შალვა მშველიძის, ვალერი უტიაშვილის, ნიკო მუსხელიშვილის, ალექსანდრე წულუკიძის, ალუბლებისა და ემზარ სულაქველიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ატენის ქუჩის მოსახლეობას. 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.