თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს, 2 ივნისს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა ტაბახმელას მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის, ელგუჯა ამაშუკელის, ილია აბულაძის, ასმათისა და დავარის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჭიჭიკო ბენდელიანის, ზესტაფონის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელისა და სერგი ჭილაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.