თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 11 მაისს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები – 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლებისა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 10:30 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ბერძენიშვილისა და კავსაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.