თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 4 მაისს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, ზემო ალექსეევკის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, ქართველიშვილის, კონსტანტინე ანდრიაძის, რომანოზ ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ყაზბეგის გამზირის მაცხოვრებლებს.
კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ სატუმბო სადგურზე „ბახტრიონი“ ჩასატარებელი სამუშაოების გამო, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხებათ: იყალთოს მთის, იყალთოს, ბახტრიონის, კოსტავას (ნაწილობრივ), კუტუზოვის, გამრეკელის, მგალობლიშვილის, საბურთალოს, ტაშკენტისა და სულხან ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.