თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 6 მარტს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონი​ – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ცოტნე დადიანის, ზესტაფონის, ჭყონდიდელის, ეროსი მანჯგალაძის, რევაზ ურიდიას, ხუდადოვის, სამღერეთის, ფილიას, მარიამ ივანიშვილი-დემურიას, ინტერნატის, მაღალაშვილის, ირემაშვილის, ჟღენტის, ტყიბულის, ჩარგლისა და ხვანჭკარის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-3 III, IIIა მიკრორაიონებისა და დვალის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ავჭალის გზატკეცილის, ზაჰესის დასახლების, ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილის, ლიბანისა და გაგრის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გრიგოლ ხანძთელის ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, ბადრი კობახიძისა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლიბანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ხეივნის, გულუას, ნიშნიანიძის, ნადიკვარის, გორგასლის, კალანდაძის, ორთაჭალის, მეფე სოლომონ II-ისა და გულიას ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიდი ხეივნის, გულუასა და დიმიტრი გულიას ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სიონის, შარდენის, ჰოვანეს თუმანიანის, ტყავის, ჩიხის, ბამბის რიგის, ერეკლე მეორისა და კოტე აფხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნადიკვრისა და გრიგოლ ვოლსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი​ – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელ ტაბახმელისა და წავკისის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ფურცელაძისა და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი ზურგოვანის, მუხათგვერდის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, ფარნავაზის გამზირის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, შარტავას, კანდელაკის, ანაგისა და გაგარინის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დოლიძის, ბალანჩივაძისა და ჩიქოვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი​ – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბუხაიძის, ჩაისუბნისა და დოქის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი​ – 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნავთლუღის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.​ 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირისა და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.​ 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სევანის შესახვევის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი​ – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბელიაშვილისა და ახმეტელის ქუჩების მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მიქელაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის, ფალიაშვილისა და კავსაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.