თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
საბურთალოსა და დიდუბის რაიონები – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: უნივერსიტეტის, ოთარ ლორთქიფანიძის, შარტავასა და იოსებიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რობაქიძის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის, სამხედრო გზატკეცილის, დიღმის მასივის I და III კვარტლების, სოფელი დიღმის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, დისევის, ბოხუას, გოძიაშვილის, მაჭავარიანის, კვანტალიანის, თოფურიძის, ონიანის, ჭოხონელიძის, ახმეტელის, ჩაჩავას, სარაჯიშვილისა და იასამნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს I, II, III, IV მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, ვაჟა-ფშაველას I შესახვევის, ჟღენტის, გურიელის, ელგუჯა ამაშუკელის, ზურაბ მუზაშვილის, შალვა ნუცუბიძის, ხომლის, გამრეკელის, ჩხიკვაძის, ინტენსიფიკაციის, კონსტანტინე კაპანელის, თავაძის, პაბლო პიკასოს, შატილის, რამაზ ჩხიკვაძისა და შავიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჯანაშიას ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბეჟანიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ახვლედიანის, ჩანტლაძის, კოსტავას, პეტრიწის, კაკაბაძის, ესენინის, მუხაძისა და სააკაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ჭირნახულისა და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.