თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 8 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 8 ივნისს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონი – 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერისა და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: იყალთოს მთის, ფანასკერტელ-ციციშვილის, ქარელის, ანდღულაძის, ტუსკიას, ტეხურის, ბაკურციხის, პანკისისა და ნატახტრის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, პეტრიწის, აკაკი გელოვანის, ხახულის, ძმები კარბელაშვილების, აკაკი ბაქრაძის, სიხარულის, მაღლაკელიძისა და პიმენ ყურაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, ქავთარაძის, შავიშვილისა და მამასახლისის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი დიღმის, ოთხი ათასი მესხისა და როსტევანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ანგია ბოჭორიშვილისა და ფორე მოსულიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დოესის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, კასპის, წინანდლის, ნოსირის, ავლიპ ზურაბაშვილის, უბილავასა და კობარეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.