თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 6 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 6 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 6 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ისნის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, გეთიას, რუსუდანის, ბოგდან ხმელნიცკის, ივლეთის, ჯანელიძისა და მანავის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, გიორგი ნადარეიშვილის, ჰოლბრუკის, იუნკერთა და სამგორის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თარხნიშვილის, მელიქიშვილის, ყაზბეგის, ხორავას, ერეკლე ტატიშვილის, დიმიტრი ბაქრაძის, გუდაურის, ბარნოვის, ინოლა გურგულიასა და ტარიელ სვანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, შატილისა და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მოსახლეობას. 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის III, V კვარტლების, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ჯანაშიას, ხევძმარის, ისაკიანის, ავშნის, რეზო გაბაშვილის, ნუშის, ლევან რჩეულიშვილის, ილია ნიჟარაძის, ნიკოლოზ ჯანაშიასა და რომელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იოსებიძის, კანდელაკის, კოსტავას, შარტავას, გიორგი ბრწყინვალის, ავთანდილისა და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის ზედა პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, ვარკეთილი-3 II მიკრორაიონისა და ირინა შტენბერგის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდების, დაბა კიკეთის, დაბა წავკისის, დაბა ტაბახმელის, ასათიანის, ბროსეს, ვირსალაძის, თაბუკაშვილის, ლადო ალექსი-მესხიშვილისა და ჭანტურიას ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.