თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 6 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 6 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კედიასა და თევდორე მღვდლის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირისა (ნაწილობრივ) და გაგარინის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, დელისის, ზალდასტანიშვილების, ასათიანისა და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, მაჭავარიანისა და ემხვარის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თავისუფლების მოედნის, ფურცელაძის, ჯორჯაძის, ცხრა აპრილის, ვაჩნაძის, მანჯგალაძის, თაბუკაშვილის, გუდიაშვილისა და პუშკინის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ფურცელაძის, ჯორჯაძის, ცხრა აპრილის, ვაჩნაძის, მანჯგალაძისა და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IV მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, გმირ კურსანტთა, ქერჩის, წყალსადენის, გელა ჭედიას, მონასტრის, ხიზამბარელის, ომარ ხიზანიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, ილორის, ზარზმისა და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, ხიზანიშვილისა და შენგელაიას ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის, ჟვანიას, კეკელიძისა და მარაბდის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, კეკელიძის, ჟვანიას, შატბერაშვილისა და საკანდელიძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონისა და ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის.
ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) მიკრორაიონის.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.