თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 5 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 5 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 5 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის, ქობულეთისა და შროშის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), პეტრიაშვილისა და მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, პეტრიწის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, მირიანაშვილისა და გიორგი ბრწყინვალეს (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, გამსახურდიას, ბროლოსანის, იოსებიძის, შარტავას, კალანდაძის, ხვიჩიას, საბურთალოს, კოსტავას, ჭაბუკიანისა და შორსის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლვოვის, კანდელაკის, ონიაშვილის, ბუდაპეშტისა და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, მამკოდის, ქერჩის, გაგარინის, ტაბიძის, ჯანჯღავას, კაჭარავას, ხევძმარის, ახმეტელის, ომარ ხიზანიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ილორის, ხიზამბარელისა და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, ქერჩისა და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ჭედიასა და კაჭარავას ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის, ქსნის, ფეიქართა და ბეჟანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების, ვარკეთილის მასივის VII კვარტლის, ხვედელიანისა და ქებურიას ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას, ჭიაურელისა და ტერევენკოს ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ზაარბრიუკენის მოედნის, წინამძღვრიშვილის, უზნაძის, ხმელნიცკის, რომის, ჩერნიშევსკის, ქურდიანის, ნეკრასოვის, გოგიბერიძის, ტყვიავის, ჯავახიშვილის, ჩიქობავას, სუნდუკიანისა და მაზნიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.