თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 4 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 4 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 4 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II მიკრორაიონების, გობრონიძისა და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II მიკრორაიონების, გობრონიძისა და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, ცაგარელის, მიცკევიჩის, ცინცაძის, კუტუზოვის, გამრეკელის, საირმისა და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ცაგარელის, მიცკევიჩის, ცინცაძის, კუტუზოვისა და გამრეკელის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV მიკრორაიონის, ბელიაშვილისა და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, გურამიშვილის გამზირის, ერწოსა და ხევისუბნის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ქინძმარაულის, წმინდა ბარბარეს, გარდაბნის, აღნიაშვილის, გიგინეიშვილის, გუმათჰესის, ჭიჭინაძის, მოსკოვისა და ცისკარიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძისა და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყირიმისა და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელისა და წავკისის მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.