თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 31 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 31 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 31 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

მთაწმინდის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირისა (ნაწილობრივ) და რესპუბლიკის მოედნის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვასო აბაშიძისა და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მონადირის, ავშნის, ფირცხალავასა და ნუშის ქუჩების მოსახლეობას. 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ჩაქვისა და მანჯგალაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძე ვალენტინის, გელოვანის, მუხრან მაჭავარიანისა და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმისა და ვაშლიჯვრის დასახლების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას. 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნადირაძის, ქავთარაძისა და შავიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ფონიჭალისა და გულბანის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.