თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 28 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 28 იანვარს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილისა და აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჭიჭინაძის, ენუქიძის, მებაღეობისა და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნისა და ბოხუას ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I, V, VI, VII და VIII მიკრორაიონების, თიანეთის გზატკეცილის, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის, გაზის დასახლების, მაისურაძის, არსუკიძის, კაჭარავას, ჯანჯღავას, ანდრონიკაშვილის, ლესელიძის, ბაბილოძის, გლდანულას, ინგუშეთის, ბელქანიას, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, სამხარაძისა და ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ტყეკულტურის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქეთევან წამებულის მოედნის, კახეთის გზატკეცილის, მეტრო 300 არაგველის მიმდებარე ტერიტორიის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, ცუცხვათის, ძევერის, ძეგლევის, თელავის, კახეთის, შორაპნის, ვაჟა ივერიელის, ბუკისციხის, ლასხიშვილის, შირაქის, კასპის, ავლიპ ზურაბიშვილის, კოშკოვანის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, ზინდისის, გარეკახეთის, დოესისა და წინანდლის ქუჩების მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აეროდრომის დასახლების, ხვედელიანისა და ჩაჩუას ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რესპუბლიკის მოედნის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), გრიბოედოვის, სარაჯიშვილის, 8 მარტის, ცხემის, ლაღიძის, კაკაბაძეების, მიტროფანე ლაღიძის, ძმები ზუბალაშვილებისა და ჭავჭავაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი ტაბახმელას მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.