თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 27 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 27 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 27 იანვარს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ისნის რაიონი – 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქეთევან დედოფლის გამზირის, გურჯაანის, მახათის, მთავარანგელოზის, გონაშვილის, სევანის, ერისთავის, ფაღავას, ირბახის, ცისკრის, ალიხანიანის, ბოროდინის, მარტყოფის, ნასაკირელის, წურწუმიასა და ქეთევან წამებულის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ლეხ კაჩინსკის, ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის, აწყურის, გარეკახეთის, დოესის, ავლიპ ზურაბიშვილის, ცუცხვათის, შორაპნის, ძევერის, ლერწმის, მანავის, მიხეილ აბრამიშვილისა და პატარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლეონიძის, შოთა ნიშნიანიძის, ვასო აბაშიძის, ვირსალაძის, თაბუკაშვილის, ჭანტურიასა და ლადო ალექსი-მესხიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პეტრე იბერისა და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს. ამავე ქუჩების მაცხოვრებლებს შეზღუდვა ასევე შეეხებათ 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის დასახლების, კაჭარავასა და ჯანჯღავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.