თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 26 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 26 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 26 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონისა და ლევან რჩეულიშვილის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის,  გურამიშვილისა და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ), მუხიანის IVა, IVბ კვარტლების, გლდანის ხევის დასახლების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ავეტიკ ისაკიანის, ავშნის, ნუშის, მონადირის, ვახტანგ ფირცხალავას, გიორგი ავალიშვილის, ანტონ II-სა და ნიკოლოზ ჯანაშიას ქუჩების მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, შატილისა და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღვინის აღმართის, იორის, ისნის, მეტეხის, ურბნისის, ფერისცვალებისა და დუტუ მეგრელის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის, მერვე ლეგიონის დასახლების, აეროდრომის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ხარაბაძის, ჯიქიას, ბეგიაშვილის, ორბელების, ქობულაშვილის, ანთიმოზ ივერიელის, გოჩა ონაშვილის, ლაღიძის, ოსიპ მანდელშტამის, კაკაბეთის, კოპცოვისა და მხარგრძელის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის მოედნისა (ნაწილობრივ) და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ წინამძღვრიშვილის, ჩუბინაშვილის, ივანე ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, ნინოშვილისა და კიტა აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, აბანოს, ბოტანიკურის, შოთა ნიშნიანიძის, სამღებროს, სანაპიროს, საადის, ირგვლივის, ახუნდოვის, იოსებ გრიშაშვილის, მირზა შაფი ლაზახისა და შუშინის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის ქუჩის მოსახლეობას. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარნეულის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გარდაბნის გზატკეცილის, ფონიჭალის III მიკრორაიონის, ზემო ფონიჭალის დასახლების, სოფელ თელეთის (ნაწილობრივ), აკაკი სურგულაძის, შოთა ნიშნიანიძის, სერგი სურგულაძის, ევგენი გეგეჭკორის, ჟორდანიას, ლომინაძის, ღოღობერიძისა და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ყიფშიძის, ნუგზარ საჯაიას, ზურაბ ავალიშვილის, კავსაძის, მოსაშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის გზატკეცილის, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, კაჭარავას, იპოლიტოვ-ივანოვის, დავით სარაჯიშვილის, ჯანჯღავას, გმირ კურსანტთა, ქერჩის, კობერიძის, მეგობრობის, გლდანულას, გელა ჭედიას, ლაზოსა და ჯანაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, III, IIIა მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელ გლდანის, მუხიანის I, II მიკრორაიონების, ფეიქართა, შეშელიძის, წყალსადენის, კერესელიძის, გობრონიძის, წმინდა ნინოს, ბოჭორიშვილის, მოსულიშვილის, ვეკუას, ხევძმარისა და ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, ამაღლების, ასათიანის, გიზო ნიშნიანიძის, ლერმონტოვის, მესხისა და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.