თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 25 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 25 თებერვალს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თავისუფლების მოედანის, ასათიანის, გუდიაშვილისა და პუშკინის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის, გუდამაყრის, სანზონის, ღრმაღელეს, სანერგეს, ჩარგლის, ქვიშხეთისა და ქსნის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სანზონის დასახლების, ღრმაღელეს, ქსნის, თიანეთისა და ჩარგლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, აეროპორტის დასახლების, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილის მეურნეობის, ჭირნახულის, იუმაშევის, მშვიდობის, უცნობის, თვალჭრელიძის, ქინძმარაულის, საფერავის, ზემო მეტალურგიულის, ჩხავერისა და ალექსანდროულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს II, III, IV მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, შალვა ნუცუბიძის, კონსტანტინე კაპანელის, ანდრო ჭილაიას, ინტენსიფიკაციის, გამრეკელისა და მარგიანის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი დიღმის, ნაფეტვრების დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, კვანტალიანის, სარაჯიშვილის, გოძიაშვილისა და დიდგორის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პეკინის გამზირის, დარასელიას, ანაგის, გურიელის, ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, დელისის, შარტავას, კანდელაკისა და გაგარინის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონისა და კაპანელის ქუჩის მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორას დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოგიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის, სოლოღაშვილისა და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, კოსმონავტების სანაპიროსა და ხოშარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.