თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 25 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 25 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღომი I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრე იბერის, უნივერსიტეტის, ანჯაფარიძის, ფხაკაძის, იოსელიანის, პოლიტკოვსკაიასა (ნაწილობრივ) და დანელიას ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), დიდუბის დასახლების, ხოშარაულის, რაჟდენ გვეტაძის, დავით ყიფიანის, ზეზვა გაფრინდაულის, ვახუშტი ბაგრატიონის, ალექსი გოგოლაურის, აგლაძის, მირცხულავასა და ქუთაისის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირისა და გოგოლაურის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მალხაზ დოლიძის, იმედაძისა და ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების, წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), იმედაძის, ირაკლი უჩანეიშვილისა და მალხაზ დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილი-3 III კვარტლის, ვარკეთილი-3 „დ“ ქუჩის, მიხეილ გახოკიძის, დავით ბერიაშვილის, აბაშვილისა და გიორგი ბერიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ქერჩის, გმირ კურსანტთა, ომარ ხიზანიშვილის, მამკოდის, კანდელაკის, მიქატაძის, ვართაგავას, ხერგიანისა და საბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბესაძის, ალავერდოვის, ლერმონტოვის, ბეთლემის აღმართის, ასათიანის, აბო-თბილელის, ჯიბლაძის, ჩიხლაძის, ახოსპირელის, გუდიაშვილის, კუფტინის, ანტონ კათალიკოსის, ბრიგოლ ხანძთელის, საიათნოვასა და ბერიძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, კვერნაულის, არალეთის, ჟველაურის, დვირის, იფნევის, იფნის, ზვარეთის, სურგულაძის, ალილუევის, კიკნაძის, ეროსი მანჯგალაძის, რევაზ ურიდიას, ოლგა კონსკაიას, ნოე ჩხიკვაძის, მიქატაძისა და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელენე ახვლედიანის ხევის, ნიკოლოზ ბარათაშვილის (ნაწილობრივ), ნინო ჩხეიძისა და ხეთაგუროვის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, სამგორის, ახმეტის, გუთნის, ნიორაძის, წინანდლისა და თელავის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქანელას, სანაპიროს, ასათიანისა და თაბუკაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.