თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
ვაკის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, ნიკოლაძის, ლაპიაშვილის, კოსტავას, ქიაჩელის, ახვლედიანის, ვაშლოვანისა და კობახიძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლების, ყაზბეგის გამზირის, ზემო ვეძისის დასახლების, საირმის გორის, ლისის, ტირიფების, მუხის, თუთის, ტაშკენტის, მაჭავარიანის, ნუცუბიძის, გურიელის, გამრეკელის, ანჯაფარიძის, ასათიანის, თამარაშვილის, საბურთალოს, კარტოზიას, ანტონოვსკაიას, ცინცაძის, ჭილაძის, მიცკევიჩის, შმიდტის, საირმის, გოძიაშვილის, ბურძგლას, ფანჯიკიძის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ონიაშვილისა და ბერიტაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ზემო ვეძისის დასახლების, ბერიტაშვილის, აფხაიძის, მთაწმინდელის, ფურცელაძის, ართმელიძის, მეგრელაძის, ბუდაპეშტის, ვაზისუბნის, ლვოვის, ჩიქოვანის, ონიაშვილის, ლომონოსოვის, კანდელაკის, ცხინვალის, ლევანდოვსკის, ალასანიას, მარუშიძის, ყუშიტაშვილის, ასათიანის, ბახტრიონის, კოსტავას, ფან.-ციციშვილისა და მიხეილ ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-III მასივის VII კვარტლის (ნაწილობრივ), აეროდრომის დასახლების IX ქუჩის, შუამთის, ჯავახეთისა და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პაოლო იაშვილის, ინგოროყვას, ლეონიძის, ჭონქაძის, ლერმონტოვის, ნიკო ლორთქიფანიძისა და გიგა ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას. 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის I მიკრორაიონისა (ნაწილობრივ) და მარატ ნოზაძის ქუჩის მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.