თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 23 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 23 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 23 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, სამგორი-2 დასახლების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი III მასივის ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, გახოკიძის, ბერიაშვილისა და საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი დიდი ლილოს მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის II, III მიკრორაიონებისა და პატარიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წყნეთისა და სოფელი ახალდაბას მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბაგების დასახლებისა და წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გორგასლის, გრიშაშვილის, ნიშნიანიძის, თუმანიანის, შუშინის, მირზა შაფი ლაზახის, ბოტანიკურის, ახუნდოვის, ჯემალ აჯიაშვილის, გომის, ორპირის, ბეთლემის, ძმები ზდანევიჩების, საადის, სამღებროს, კოტე აფხაზის, შარდენის, სიონის, ბამბის რიგის, ტყავის ჩიხის, ერეკლე მეორეს, იერუსალიმის, აბანოს, ფაბრიკის, ირგვლივისა და სალმის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თუმანიანის, შუშინის, მირზა შაფი ლაზახის, ბოტანიკურის, ახუნდოვის, გრიშაშვილის, გორგასლისა და ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აკაკი წერეთლის გამზირის, დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ცაბაძის, მაიაკოვსკისა და დავით ყიფიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ცაიშის, რეხის, ხუდადოვისა და რაულ ეშბას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, მიხაკო წერეთლის, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის, ულიანოვის, კრუპსკაიას, რიონის, მორის ფოცხისვილისა და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მუხრან მაჭავარიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.