თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 21 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 21 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 21 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, სოფელ გლდანის, კაცხის, ვარდისუბნის, განთიადის, ქერჩის, ბოლნისის, რაჭისუბნისა და გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონების, ხიზანიშვილისა და ხერგიანის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის დასახლების, სხვიტორის, ხანძთელის, რევოლუციის, ბარისახოს, ანდრონიკაშვილის, უწერის, ულიანოვის, ტრაპაიძის, ხეჩუაშვილის, ყუშიტაშვილის, ვარდევანის, ჭრებალოს, ლიბანის, მანაგაძისა და ბიჭვინთის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სავანელის, მესხის, ჭონქაძის, გერგეთისა და დუმბაძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლებისა და მარნეულის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდიაშვილის მოედნის, ლერმონტოვის, აბესაძის, ბეთლემის, აბო თბილელის, ახოსპირელის, ჩიხლაძისა და ჯიბლაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონისა და თაყაიშვილის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძისა და ქიზიყის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოჭორიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მანჯგალაძის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), გრიბოედოვის, ატენის, ყაზბეგის, ტატიშვილის, შანიძის, ჯანაშიას, ხორავას, თარხნიშვილის, გურგულიას, მელიქიშვილის, ბაშალეიშვილის, ჭოველიძის, ბარნოვის, ერისთავი-ხოშტარიას, ზანდუკელის, გუნიას, ბელინსკის, გოგებაშვილის, სვანიძის, თერგის, გალის, კერესელიძის, კეკელიძის, შატბერაშვილის, ჟვანიას, ბაქრაძის, მილორავას, ჭიაურელის, ანანურის, თუმანიშვილის, ნიკოლაძის, ქუჩიშვილის, შარაშიძის, შიო მღვიმელის, კოსტავას, ღამბაშიძის, პეტრიაშვილის, ლაღიძის, ჩიტაძის, შევჩენკოს, ზუბალაშვილებისა და ბესიკის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.