თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 21 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 21 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 21 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჩიტაიას, მარჯანიშვილისა და ახალციხის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის VI კვარტლისა და დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნოდარ ბოხუას, ლუბლიანასა და მიხეილ ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, გვაზაურის, გუდამაყრის, ღრმაღელეს, დაისის, კნოლევის, ქართლის, ქსოვრელის, მექანიზაციის, ჭიჭიკო ბენდელიანის, ზედაზენის, იმერეთის, რიონჰესის, გიორგი სააკაძის, პეტრე გრუზინსკის, დიდი ჯიხაიშის, ჟველაურის, კოკინაკის, დვირის, მოლოკოვისა და ჯავის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თორნიკე ერისთავის ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თორნიკე ერისთავის (ნაწილობრივ), რაფიელ ერისთავისა და ჭყონდიდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ასკანის, გომის, ბეთლემისა და ჰოვანეს თუმანიანის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნადიკვარის, გრიგოლ ვოლსკის, ორთაჭალის, აკოფიანის, იეთიმ გურჯისა და ვერცხლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რჩეულიშვილის, რევაზ ჯაფარიძის, შატბერაშვილის, ზემო ვაკის, კეკელიძის, მარაბდისა და ნინო ჟვანიას ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რჩეულიშვილისა და ჯაფარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ოქროყანის დასახლების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლილოს დასახლების, სადგური ლილოს, ჭირნახულის, მეკოკიშვილისა და იუმაშევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.