თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 21 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 21 იანვარს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ალექსიძის, აფაქიძისა და კვერნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ალმასიანის, ბერბუკისა და ასლანიდის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სანზონის დასახლების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გუდამაყრის, კაჭრეთის, დომენტი ჟღენტის, გულრიფშის, ენისელის, ქართველიშვილის, ვასილ თამარაშვილის, რევაზ ურიდიას, კოდალოს, ლოტკინის, ზედაუბნის, კამალოვის, სამღერეთის, პიონერის, ლევან ქართლელიშვილის, კახიანის, სართანიას, ლადო მესხიშვილის, კიკნაძის, კურნატოვის, თამარაშვილის, მაღაროს, ეკლესიის, კობალაძის, ზედაზენის, კალიუჟინის, მიქატაძის, დობროლიუბოვის, ხიმშიაშვილის, მახალდიანის, ცოტნე დადიანის, ოლგა კონსკაიას, ხუდადოვის, თოფურიძის, სურგულაძის, ნოე ჩხიკვაძის, ეროსი მანჯგალაძის, ჩოხატაურისა და ალილუევის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ლაღიძის, გრიბოედოვის, ძმები ზუბალაშვილებისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის VII მიკრორაიონისა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნანეიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – 15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთავის გზატკეცილის, ორთაჭალისა და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.