თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II, IVა, IVბ მიკრორაიონების, ავალიშვილისა და გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფიანის, კოტეტიშვილის, ინგოროყვას, არსენას, ვეძინისა და ბესიკის ქუჩების მოსახლეობას. 23:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანისა და ტაბიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის შესახვევისა და ახოსპირელის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოგიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის, სოლოღაშვილისა და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), ჩაჩავას, ყურაშვილის, გელოვანის, პეტრიწის, სიხარულიძის, ამაშუკელისა და ინტენსიფიკაციის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიქოვანის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ქვემო მელითონეთა დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, ნაკადულის, თამარისა და წმინდა ბარბარეს ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გიორგი ბერიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, IV, VI კვარტლების, ახმეტელისა და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IV, Xა კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, გურამიშვილის, ლევან რჩეულიშვილის, გია რომელაშვილის, დავით ნიშნიანიძის, შეშელიძისა და დავით სარაჯიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.