თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 20 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 20 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 20 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიდუბის დასახლების, დეპოს, ზესტაფონის, ჭყონდიდელის, სტანისლავსკის, ფარეხისა და ალექსანდრე მრევლიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, რკინიგზის, მახალდიანის, მანჯგალაძისა და ურიდიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ათონელის, ფურცელაძის, ორბელიანის, ბარათაშვილის, გოგჩას, მტკვრის, ვეკუას, სანაპიროსა და სულხანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ფონიჭალის დასახლების, დიუმას, პუშკინისა და კოტე აფხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, ჩაჩავასა და გიორგი ტერევერკოს ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თევდორე მღვდლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლადო ალექსი-მესხიშვილის, ასათიანის, ბროსეს, ვირსალაძის, თაბუკაშვილის, ჭანტურიასა და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რესპუბლიკის მოედანის (ნაწილობრივ), ვეკუას, ფურცელაძის, სულხანიშვილის, ასათიანის, ბარათაშვილის, ორბელიანის, გუდიაშვილის, საქანელას, სანაპიროსა და თაბუკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: საქსოფმანქანის დასახლების, ლილოს დასახლების II, V კვარტლების, ლილოს დასახლების, ღლონტის, იგორ ტყემალაძის, ორახელაშვილის, ფრანგულიანისა და კამოს ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის ხეივნის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მაჭავარიანის ქუჩის მაცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლიხაურის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თამარ მეფის გამზირის, წინამძღვრიშვილისა და ბაქოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის ხევის დასახლების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ლიბანის, დავით სარაჯიშვილის, ულიანოვის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ბარალეთის, გაგრის, ილია ვეკუას, ზარზმის, ღამბაშიძის, ცხრა ძმა ხერხეულიძის, სალხინოს, აკაკი ხორავას, დოდო აბაშიძისა და იოსებ გრიშაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.