თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 2 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 2 მარტს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
ნაძალადევის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დადიანის, მანჯგალაძის, რკინიგზის, მახალდიანის, დეპოს, ჭყონდიდელის, კავთისხევის, მელქისედეკ პირველის, კოხრეიძის, საყვირის, სვანეთის, მრევლიშვილის, გომბორის, ჯანელიძის, სუმბათაშვილ-იუჟინის, საჭილაოს, თამარაშვილის, სააკაძის, ლიკანის, კამალოვის, ქართლელიშვილის, ნიკო მარის, მეჯვრისხევის, ჩაქვისა და წიკლაურის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თემქის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების Xა კვარტლის, ხეხილსანერგე მეურნეობის, საგუბარის, რჩეულიშვილის, რომელაშვილის, გაბაშვილის, ირემაშვილის, ჩარგლის, ხვანჭკარის, მაღალაშვილის, ტყიბულის, ქუთათელაძის, ჟღენტის, ინტერნატის, წერონისის, სამღერეთის, ხუდადოვისა და ფილიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: იერუსალიმის მოედნის, კოტე აფხაზის, ლესელიძის, ღვინის, თუმანიანის, ხანძთელის, აბოვიანის, იერუსალიმის, საიათნოვას, ბერიძის, თორეთის, წინანაურისა და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ამაღლების, შინდისის, ავთანდილის, ოქროყანის, სავანელის, მესხის, გერგეთის, შხეფის, ასათიანისა და წავკისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ბელიაშვილისა და ბოხუას ქუჩების მაცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წერეთლის გამზირისა (ნაწილობრივ) და მირცხულავას ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მუხიანის აგარაკების, ავჭალის სამხედრო დასახლების, ერისთავის, ლურჯქედისა და ლაგურაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ნოზაძის, შეშელიძის, ხევძმარის, ახმეტელის, გობრონიძის, კორინთასა და ბრონშტეინის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დემეტრე თავდადებულის, იბერისა და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მინდელისა და ანჯაფარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქეთევან დედოფლის გამზირის, ევროპის მოედნის, ღვინის აღმართის, ჩეხოვის, ისნის, მეტეხის, მაჭარის, სოლომონ ბრძენის, ფერიცვალების, რუისის, იორის, ფაღავას, ალიხანიანის, ხერხეულიძის, ლაგოდეხის, წურწუმიას, მესხიშვილის, შავიშვილის, სართიჭალის, ბოროდინის, იზაშვილის, ურბნისის, დუტუ მეგრელის, გურჯაანის, მარტყოფის, ირბახის, სევანის, ნასაკირალის, მთავარანგელოზის, ცისკრისა და გონაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: იალბუზის, არბოშიკის, იორის, სამასი არაგველის, ბოდბესა და ლუსინიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირისა (ნაწილობრივ) და ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.