თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 18 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 18 თებერვალს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის, არალეთის, დვირის, ედისის, ჟველაურის, ზვარეთის, იფნევის, კვერნაულისა და მექანიზაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-3 II, IIIა მიკრორაიონების, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, მიხეილ გახოკიძის, სესილია თაყაიშვილისა და ილია სუხიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სესილია თაყაიშვილისა და ჭირნახულის ქუჩების ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის II კვარტლის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გელა ჭედიას ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.