თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 18 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 18 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 18 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათჰესის, ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, თვალჭრელიძის, ქიზიყისა და რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 VII მიკრორიაონის, კახეთის გზატკეცილის, რკინიგზის ჩიხის, კალოუბნის, თვალჭრელიძის, ქიზიყის, ენუქიძის, ქინძმარაულის, ზემო მეტალურგიისა და რქაწითელის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერისა და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთო ვარაზის, ზურაბ ანჯაფარიძის, უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირისა (ნაწილობრივ) და სამტრედიის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თაქთაქიშვილის, რიგის, აბაშიძის, კავსაძის, აბულაძის, ყიფშიძის, მიქელაძის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, ბარნოვის, მუხაძისა და ბერძენიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), აბულაძის, ყიფშიძის, მიქელაძისა და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის, ზედაუბნის, ქართველიშვილის, ჟღენტის, სამღერეთის, კოდალოს, მაღაროს, ენისელის, დობროლიუბოვის, ცოტნე დადიანის, ეკლესიის, კალიუჟინის, ზაქარაიას, ლოტკინის, თიგიშვილის, კონდოლის, მესხიშვილის, ინწკირველის, ცქიტიშვილის, ალილუევის, ხიმშიაშვილისა და მახალდიანის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის, ზედაუბნის, ქართველიშვილის, ჟღენტის, სამღერეთის, კოდალოს, მაღაროს, ენისელის, დობროლიუბოვის, ცოტნე დადიანის, ეკლესიის, კალიუჟინის, ზაქარაიას, ლოტკინის, თიგიშვილის, კონდოლის, მესხიშვილის, ინწკირველისა და ცქიტიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.