თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 17 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 17 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
დიდუბის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, წინამძღვრიშვილის, აბასთუმნის, ყიფიანის, ფოთის, ევდოშვილის, ქუთაისის, ბაგრატიონის და ცაბაძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის, წერეთლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, ქურდიანის, აბასთუმნის, წინამძღვრიშვილის, ევდოშვილის, დავით ყიფიანის, სოხუმისა და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის VI კვარტლისა და მიქელაძის ქუჩის მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, ნაქალაქევის, კლდეკარის, ორბეთის, სამღერეთის, წერონისის, მაჩხაანის, ზედამზის, ლაითურის, სუვოროვის, ლამისყანის, გარეჯის, ხერთვისის, ჟღენტის, ზაქარაიასა და გორდის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ფილიას, სამღერეთის, ინტერნატის, ზაქარაიას, ჩოდრიშვილისა და კაჭრეთის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორის მოედნის, ბამბის რიგის, ტყავის ჩიხის, შარდენის, კოტე აბხაზის, სიონის, ჰოვანეს თუმანიანისა და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, უჩანეიშვილისა და იმედაძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირისა და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას. 12:30 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავლაბრის მოედნის, პირველი რესპუბლიკის მოედნის, ერევნის, ხივინის, კონსტანტინე ერისთავის, ალადაშვილისა და დმანისის ქუჩების მოსახლეობას. 14:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ფინგერის, მეტეხის, მაჭრის, ჩეხოვის, ისნისა და ფერისცვალების ქუჩების მოსახლეობას. 16:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის, გიორგი ნადარეიშვილისა და სამგორის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.