თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 17 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 17 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
სამგორის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათჰესის, ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, თვალჭრელიძის, ქიზიყისა და რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათჰესის, ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, თვალჭრელიძის, ქიზიყის, რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IV მიკრორაიონების, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის, კალანდაძის, შატაიძის, ბერძნის, გრიშაშვილის, ნიშნიანიძის, ორთაჭალის, გორგასლისა და წინანაურის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩუბინაშვილის, წინამძღვრიშვილის, ზურაბ ჭავჭავაძის, ტოვსტონოგოვისა და ოცდაექვსი მაისის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილისა და აბასთუმნის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას I კვარტლის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძის, გურიელის, გამრეკელის, პოლიტკოვსაიას, იოსელიანის, წმინდა მოწამე ვასილისკოს, ძოწენიძისა და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კვერნაძის, აფაქიძის, ალექსიძის, ასლანიდისა და ბერბუკის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ნუცუბიძის, გურიელის, გამრეკელის, პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის, წმინდა მოწამე ვასილისკოსა და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნისა (ნაწილობრივ) და ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის II, V კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II, III კვარტლების, ანაპის 414-ე დივიზიის, ავეტისიანის, რომელაშვილის, მუხიანის, ავშნის, ნუშის, ფირცხალავას, ნიჟარაძისა და რჩეულიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 18:30 საათიდან 20:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის მოედნის, ბოგდან ხმელნიცკის, ჯანელიძისა და გეთიას ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, წყნეთისა და ყიფშიძის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.