თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 15 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 15 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 15 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რადიოსადგურების მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, სადგერის, ჩხენკელისა და სამგორის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეღლეთის, ჟონეთის, კიკეთის, კაიშაურის, საინგილოს, გალავნის, ხივინისა და სომხეთის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, ფატმანის, ნესტან-დარეჯანის, რამაზის, შერმადინის, ნოკო ბურისა და ერედვის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, სალხინოს, 9 ძმა ხერხეულიძის, გრიშაშვილისა და ღამბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.