თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 15 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 15 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, აგლაძისა და ალექსი გოგოლაურის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, ჩარგლის, გუდამაყრის, თიანეთისა და ბუაჩიძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, გუდამაყრის, ჩარგლის, ზიგზაგის, დავით გარეჯელის, გლინკას, გვაზაურის, ბოგვის, ლიახვის, რატევანის, შენგელიას, ხორნაბუჯის, ჟინვალის, ნაგომარის, მუხრანის, ერწოს, ხევისუბნის, სიხარულიძის, თიანეთის, ტიბაანისა და შალვა ჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას. 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რევაზ ურიდიას, კიკნაძის, მახალდიანის, მიქატაძის, ჩხიკვაძის, მანჯგალაძის, ინანიშვილის, სტურუას, ქებურიასა და ძმობის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, არაყიშვილის, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გამზირის, სიმონ ჩიქოვანის, ბალანჩივაძისა და ახალშენის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, რადიოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის, ქინძმარაულის, ნაკადულის, ჩხავერის, თაკვერისა და ზემო მეტალურგიულის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.