თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 15 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 15 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
ნაძალადევის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ალილუევის, ჩოდრიშვილის, ასკურავას, კიკნაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის, ჩოხატაურის, ჩხიკვაძისა და ხიმშიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმერეთის, ზემო ბენდელიანის, ჭიჭიკო ბენდელიანის, სვირის, ჯავის, ლისაშვილის, კურსების, დომენტი ჟღენტის, ლაითურის, მაჩხაანის, სამსონ ფირცხალავას, ზეკარის, სანავარდოს, თოდრიას, მირზაანის, ავიაქიმიის, გეგუთის, სამღერეთის, ასურეთის, წერონისის, ლუბოვსკის, კიშინიოვის, ბუგეულის, ახტალისა და დარკვეთის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელისა და შინდისის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ წავკისის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის, გაბაშვილის, ფალიაშვილის, მუხაძისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ორთაჭალის, გორგასლისა და შავნაბადას ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა და ტირიფების ქუჩის მოსახლეობას. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის (აღმაშენებლის ქუჩის) მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ფოთის, ქუთაისისა და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჰოსპიტლის შესახვევის, რიჩარდ ჰოლბრუკის, იუნკერთა, ნავთლუღისა და ლობჟანიძის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.