თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 14 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 14 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის მოსახლეობას.
ისნის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, დოესის, ზურაბიშვილის, ლეხ კაჩინსკის, გუჯარეთის, აწყურის, კოშკოვანის, გარე კახეთის, ძევერის, საბანაკოს, ჯორჯ ბუშის, მელაანის, პაპიაშვილისა და შორაპნის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, გურჯაანის, მარტყოფის, ნასაკირალის, აბულაძის, ჩუბინიძის, ირბახის, წურწუმიასა და აჩაბეთის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნისა და ფარსადანის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ტაშკენტისა და შარტავას ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, კაპანელის, ნუცუბიძისა და ინტენსიფიკაციის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პაიჭაძისა და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ლაღიძის, გრიბოედოვისა და ბესიკის ქუჩების მოსახლეობას. 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის, გერგეთისა და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩარგლის ქუჩის მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.